1937 წელი. ალალ, მომლხენ გლეხ დანიელასთან საღამოობით პატეფონის მოსასმენად მეზობლები იკრიბებოდნენ. შურიანი თანასოფლელის დაბეზღება შინსახკომის ორგანოებში საკმარისი აღმოჩნდა, რომ დანიელასთვის ბელადის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის აბსურდული ბრალდება წაეყენებინათ. უწყინარი გლეხი ციმბირის გულაგში გადაასახლეს.