დაიბადა 1934 წლის 12 აგვისტოს ქალაქ თბილისში. სოფელ ქორეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. იყო შიო-მღვიმელის და საქართველოს კომკავშირის პრემიების ლაურიატი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი.