რეჟისორი გივი და მისი მეგობრები მკვლელობის უნებლიე მოწმენი გახდებიან. ბუნებით გულისხმიერი გივი კრიტიკულ სიტუაციაში სხვისი უბედურების მიმართ სრულიად გულგრილი აღმოჩნდება და ახალგაზრდის გადასარჩენად არაფერს იღონებს. სინდისი ქენჯნის, ვეღარ აგრძელებს მუშაობას სპექტაკლზე, რომელიც ადამიანის გულგრილობისა და ეგოიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, თვლის, რომ უფლება დაკარგა საზოგადოებას პიესაში გამოხატული მაღალი მორალის ენით ესაუბროს.