დაიბადა 1948 წლის 19 აპრილს ქ. თბილისში. 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია ლენფილმში (1972-1974), ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.