კობას წინააღმდეგობის მიუხედავად ნაზო საესტრადო-საცირკო სასწავლებელში ჩასაბარებლად ქალაქში მიემგზავრება. აქ ის ცეკვის კერძო მასწავლებელთან იწყებს სიარულს. ეჭვიანი კობა ნაზოს მალულად თან დაყვება, ქალიშვილი გამოცდაზე ჩაიჭრება, კობა დაამშვიდებს და ორივენი სოფელში დაბრუნდებიან.