ფილმი მოგვითხრობს როგორ იბადება მოზარდებში პირველი ლამაზი გრძნობა – ერთმანეთისადმი ლტოლვა, სიმპატია, ნდობა. მათი დამაკავშირებელი კედელია, სადაც აღიბეჭდება ბიჭისა და გოგონას ურთიერთობის ყველა მომენტი.
მუსიკალური გამფორმებელი: აკაკი ლეჟავა პროდიუსერი: ილია კობიძე
ფესტივალები და პრიზები:
1967
პირველი ხარისხის დიპლომი საუკეთესო მხატვრული ტელეფილმისათვის ამიერკავკასიისა და უკრაინის სატელევიზიო და მხატვრული ფილმების ზონალურ ფესტივალზე, ქ. თბილისი
1967
პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის სატელევიზიო ფილმების II საკავშირო ფესტივალზე, ქ. მოსკოვი