დაიბადა 1934 წლის 27 თებერვალს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართულ თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1961 წლიდან – საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციის რეჟისორად, ხოლო 1968 წლიდან – კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” დამდგმელ კინორეჟისორად. 1980 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1966), ღირსების ორდენის კავალერი (2003)