პატარა გოგონა თავს ევლება თოჯინებს, მაგრამ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე დგება – გოგონა პირველკლასელი ხდება და თოჯინებისთვის აღარ სცალია. ერთხელაც, მოსწავლეთა სასახლის მუზეუმში, გოგონა თოჯინების ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდება, თოჯინები ცოცხლდებიან და ლამაზ სანახაობას მოუწყობენ. შინ დაბრუნებული გოგონა ისევ დაუმეგობრდება თავის თოჯინებს.