ლევანი ფრიადოსანი მოსწავლე იყო, მაგრამ ჯერ ფეხბურთმა გაიტაცა, შემდეგ მეგობრებთან გაერთო, ერთ დღეს კი ამხანაგების კარნახის იმედით საერთოდ არ იმეცადინა. დღიურმაც დააფიქსირა მისი კალაპოტიდან ამოვარდნა. მაშინღა მიხვდა ყმაწვილი თავის შეცდომას და კვლავ ჩაუჯდა წიგნებს. შედეგმაც არ დააყოვნა და ლევანის დღიურში ისევ გაჩნდა ფრიადები.