კინოწარმოების ორგანიზატორი, ისტორიკოსი.
დაიბადა 1934 წლის 12 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში. 1959 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში. 1968 წლიდან იყო ახლადშექმნილი საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიის საწარმოო განყოფილების უფროსი, ხოლო 1974 წლიდან 2006 წლამდე – ამავე სტუდიის დირექტორის მოადგილე. ღირსების მედლის კავალერი (2003). გარდაიცვალა 2013 წლის 23 ნოემბერს.