სამეგრელოს ერთი სოფლის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ ხანდაზმულებს ტკბილი სიბერის უზრუნველსაყოფად მოხუცთა სახლი აუშენოს. ბერიკაცებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ და იმის დასამტკიცებლად, რომ ჯერ არ დაუძლურებულან, ყმაწვილკაცურად იქცევიან, ერთი ცოლსაც ირთავს... სახლი შენდება, მაგრამ იქ მოხუცთა თავშესაფრის ნაცვლად, საბავშვო ბაღი იხსნება.