დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს სოფ. კნოლევში (ქარელის რაიონი). 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. 1962–65 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ელექტრომექანიკოსად; 1965–67 წლებში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ელექტრიკოსად; 1967–72 წლებში საქართველოს ტელევიზიაში უფროს ეკონომისტად; 1972–81 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ფილმის დირექტორად. 1981 წლიდან საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო რედაქციებში გადამღები ჯგუფის დირექტორად.