ფილმები
თუში მეცხვარე
ფილმები
თუში მეცხვარე
ფილმის მოქმედების გარემო დოკუმენტურია, მოქმედი გმირები, მთავარი გმირის გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობილი თუში მეცხვარეების ყოველდღიური ყოფა, ამავე დროს, ფილმში პოეტურად განზოგადდება და წარმოაჩენს ფილმის გმირების ზნეობრივ ჰარმონიას, სულის სიფაქიზესა და სიმტკიცეს.
რეჟისორ ს. ჩხეიძეს და ოპერატორ ი. ონოფრიშვილს მიენიჭათ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
მე–7 საკავშირო კინოფესტივალის პრიზი. ქ. ლენინგრადი
ქართული კინოფილმების პირველი რესპუბლიკური ფესტივალის პირველი პრიზი. ქ. თერჯოლა
ქართული სატელევიზიო ფილმების საიუბილეო ფესტივალზე მაყურებელთა პრიზი, ქ. თბილისი
სატელევიზიო ფილმების მე-18 საერთაშორისო ფესტივალის დიდი პრიზი, ქ. პრაღა
კინო და სატელევიზიო ფილმების XXX საერთაშორისო ფესტივალის სამი პრიზი: 1. საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის; 2. საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი ”ოქროს დუკატი”; 3. საერთაშორისო კათოლიკური პრიზი. ქ. მანჰაიმი