დაიბადა 1934 წლის 3 აგვისტოს ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა. 1954-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც შექმნა მომღერალთა კვარტეტი (ხარაბაძე, ცინცაძე, ბაკურაძე, ბზვანელი), რომელმაც 1957 წლის მსოფლიო ფესტივალზე ლაურეატის წოდება დაიმსახურა. 1960-1965 წლებში სწავლობდა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). ქ. თბილისის ”ერთგულების მედლის” კავალერი (2002).