მიმდინარეობს მსოფლიო პირველობა ნიჩბოსნობაში. საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩემპიონი ხდება. გუნდის კაპიტანი ქართველია – ნიკურაძე, რომელსაც საკავშირო პიონერული ორგანიზაცია აჯილდოებს საგზურით – მან პიონერთა რაზმი უნდა წაიყვანოს არტეკში.
ნიკურაძე ელის, რომ პიონერები სპორტსმენები იქნებიან და როგორია მისი აღშფოთება, როდესაც სპორტსმენების მაგივრად მუსიკალური ანსამბლი, თანაც გოგონების, შერჩება. ბევრი კომედიური სიტუაციის შემდეგ, ანსამბლი და მისი ხელმძღვანელი დამეგობრდებიან: ნიკურაძე შეიყვარებს მუსიკას, ხოლო გოგონები – სპორტს.