დაიბადა ქ. თბილისში 1947 წლის 15 აპრილს. 1967–73 წ.წ. სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე, 1978–1980 წ.წ. – ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1963–90 წ.წ. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში კინოოპერატორის ასისტენტად, 1969–95 წ.წ. – კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” ჯერ კინოოპერატორად, შემდეგ (1992 წლიდან) კინორეჟისორად.