ფილმი მოგვითხრობს ხალხური თამაშობა ლელობურთის შესახებ, რომელიც უძველესი დროიდან დღემდე ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში.
სიმღერებს ასრულებენ:
შუხუთისა და მამათის გაერთიანებული გუნდი "გურია" - ლოტბარი ანზორ ტუღუში;
შუხუთის უხუცესთა ანსამბლი "შვიდკაცაი გურია";
შუხუთის საშუალო სკოლის უმცროსკლასელთა ოქტეტი "გურია" – ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე
ფესტივალები და პრიზები:
1985
სპორტული ფილმების საკავშირო ფესტივალის ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება, რიგა