დაიბადა 1948 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი. 1969–85 წლებში მუშაობდა კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ჯერ კინოოპერატორის ასისტენტად, შემდეგ კი კინოოპერატორად. 1985 წლიდან მოღვაწეობს სხვადასხვა ტელევიზიებში ტელეოპერატორად.