დაიბადა ქ. თბილისში 1940 წლის 6 ივნისს. 1964–70 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1957–60 წ.წ. მუშაობდა კ/ც ხმის ოპერატორად, ქართულ ფილმში ხმის ოპერატორად, ხმის ოპერატორის ასისტენტად, 1960–68 წ.წ. – საქართველოს სამეცნიოერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ხმის ოპერატორად. 1968 წლიდან გარდაცვალებამდე – კომპანია "ქართულ ტელეფილმში" ხმის ოპერატორად, კინორეჟისორად.