დიდი ქალაქის თავბრუდამხვევ გარემოში მოხვედრილი სოფლელი გოგონა, როგორც იტყვიან, "გზას აცდა" და იძულებული გახდა ისევ ოჯახს დაბრუნებოდა. თანასოფლელებთან "თავის მოჭრის" შიში მამას აიძულებს დედობაზე უარი ათქმევინოს ქალიშვილს, მაგრამ ბოლოს მამაშვილური სიყვარული სძლევს და გოგონას შვილის გაჩენის უფლებას აძლევს.