ლიკას და ზურას უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ლიკას მშობლები წინააღმდეგნი არიან. შეყვარებულები გადაწყვეტენ დახმარება სთხოვონ ანსამბლ "ივერიის" წევრებს. მათი აზრით, ვინაიდან მშობლებს "ივერია" ძალიან უყვართ, ისინი მუსიკოსებს უარს ვერ ეტყვიან. მრავალი თავგადასავლის შემდეგ მომღერლები ატარებენ კონცერტს ბიჭვინთაში, სადაც ლიკას მშობლები ისვენებენ. კონცერტის დროს ლიკა და ზურიკო ასრულებენ სიმღერას "ზღაპარი სიყვარულისა". შესანიშნავი შესრულება, ნორჩი წყვილის სილამაზე და ანსამბლ "ივერიის" შუამდგომლობა, ლიკას მშობლებს გულებს მოულბობენ.