დაიბადა 1926 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1947 წლიდან მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1948-65 წ.წ. მუშაობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში, ხოლო 1965 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობი. საქართ[ელოს სახალხო არტისტი (1981).