ექთან თამრიკოზე შეყვარებული დათოს მეგობრები შეიტყობენ, რომ ქალიშვილი გათხოვებას აპირებს და გადაწყვეტენ დათოს მასთან დაახლოებაში დაეხმარონ. ქალიშვილს დაზარალებულისთვის სასწრაფო დახმარებას სთხოვენ და ქალაქგარეთ გაიტყუებენ. თამრიკო გვიან მიხვდება, რომ ავადმყოფთან არ მიყავთ, აღშფოთებული უკან დაბრუნებას მოითხოვს, მაგრამ გამტაცებლები თანდათან მის მოხიბლვას და დათანხმებას შეძლებენ. მეგობრები თამრიკოს მშობლებს ქალიშვილის გაბედნიერებას შეატყობინებენ. დათოს და თამრიკოს დაქორწინებას მეგობრები და ნათესავები ერთად აღნიშნავენ.