ფილმი სოფლის ცხოვრებას ასახავს. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი შეადგენს. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან.
გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით
ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი
პრიზი "დავიდ დი დონატელო", საერთაშორისო კონკურსი (იტალია)
"ფიპრუსის" პრიზი რომანტიკული ფილმების კინოფესტივალზე, კობური, საფრანგეთი