ჩიკოტელა საკმევლის ქილაში ძველ სიგელს იპოვის, მეფე ერეკლეს ნაბოძებად ჩათვლის და მეზობელ ჩირიკთან ვენახის მოსაზღვრე ნაკვეთისთვის დავას განაახლებს. მღვდელი სიგელს სახალხოდ წაიკითხავს, ერეკლეს ხელმოწერას ვერ აღმოაჩენს და სიგელს ყალბად ჩათვლის. ჩიკოტელა განსაკუთრებით გაბრაზდება, როდესაც სიგელს ვირი შეჭამს და ლამის მის ხელსაც მიაყოლებს. ერთხელ ჩიკოტელა ეკლესიის ნანგრევებში საკუთარ შვილს ჩირიკის შვილთან ერთად წააწყდება. როდესაც გაიგებს, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, გაბრაზება გაუვლის და მათ დაქორწინებას გადაწყვეტს. ჩირიკი და ჩიკოტელა დამოყვრდებიან.