დაიბადა 1933 წლის 5 აპრილს ქ. ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის 35-ე ვაჟთა საშუალო სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუგდიდის თეატრში (1958-1960), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში (1960-1961), მარჯანიშვილის თეატრში (1961-1962). 1963 წლიდან მუსიკალური კომედიის თეატრშია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).