ლოთი და ახირებული, გაურკვეველი ასაკის "ბარონა" ძველი შარფის გაყიდვას ცდილობს. ერთი სული აქვს, სასწაფოდ გაყიდოს, რომ დასალევის ფული იშოვოს. იმისათვის, რომ მუშტარს საქონელი მოაწონოს, "ბარონა" უცხოელ მყიდველს ამ შარფის შესახებ უამრავ ტყუილ–მართალს უყვება. ზოგი ეპიზოდი მე–19 საუკუნის ბოლოს ეხება, ზოგიც მე–20–ის დასაწყისს, ზოგიც მეორე მსოფლიო ომს და ამ შეთხზულ ეპიზოდებში ქვეყნის ბედი იხატება. ბოლოს "ბარონა" ისე იჯერებს თავისივე ტყუილებს, რომ ძნელი გასარკვევი ხდება, რა უფრო რეალურია, "ბარონას" მოგონილი მშვენიერი ამბები, თუ მშრალი ხიდის სინამდვილე.