დაიბადა 1932 წლის 6 მაისს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1959 წელს სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა. 1959 წლიდან მუშააობდა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კათედრაზე. არის მრავალი მონუმენტის ავტორი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი. რუსთაველის (1989) და სახელმწიფო პრემიების (2003) ლაურეატი.