ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელი სთხოვს გურამს, სოფელში ხალხური სიმღერები შეკრიბოს. გურამის სოფელში დაბრუნება განსაკუთრებით მეზობლის გოგონას, ნელის უხარია. გურამი ნელის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს, მაგრამ მშობლებს მისი განზრახვა ნაადრევად მიაჩნიათ. არც ნელის ბაბუას მოსწონს გურამი - თავქარიანად თვლის, რადგან იგი ხალხურ სიმღერებს საესტრადო მანერაზე მღერის. გურამი გამოსავალს იპოვის - ორკესტრის ხელმძღვანელს ნელის ანსამბლის წევრად მიღებას სთხოვს და მასთან ერთად საკონცერტო ნომერს მოამზადებს. მთელი სოფელი ტელევიზიით მოისმენს გურამისა და ნელის შესრულებულ "ჩარი-რამას" და ახალდაქორწინებულთა შესახვედრად გაემზადება.