თავადი ლუარსაბ თათქარიძე ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მაჭანკალი და მომავალი სასიმამრო ლუარსაბს გააბრიყვებენ და მოწონებული საპატარძლოს ნაცვლად მის გონჯ დას, დარეჯანს შერთავენ. ლუარსაბი ბედს მალე შეეგუება, ცხოვრებას სმა-ჭამასა და კოტრიალში გალევს. ლუარსაბი და დარეჯანი წუთისოფელს ისე მოჭამენ, თავის შემდეგ კვალსაც არ დატოვებენ, უშვილძიროდ გადაეგებიან.