დაიბადა 1928 წლის 16 მაისს, ქ. გაგრაში. 1947 წელს დაამთავრა ქალთა 21–ე (ახლანდელი 47–ე) საშაუალო სკოლა. 1951 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: თეატრალურ ინსტიტუტში (1951-1959), ბათუმის (1959-1961), სანკულტურის (1961-1963), მარჯანიშვილის (1963-1983) თეატრებში. 1983–2003 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და რადიოსა და ტელევიზიის ინსტიტუტის მეტყველების კათედრის კონსულტანტი.