მონღოლთა მთავარი არღუნ ნოინი ხარკის შესაწერად მეფე დიმიტრისთან ერთად ქართულ სოფლებს აღწერს. კეთილგანწყობის დასტურად ნოინი მეფის დას, თამარს ითხოვს ცოლად, სანაცვლოდ კი დიმიტრის თავის მცირეწლოვან ასულს, სოლღარს დაუტოვებს მესამე ცოლად. ხარკის გადაუხდელობის გამო ნოინის ჯარი ორმოც სოფელს ააოხრებს. ნოინისადმი მორჩილებისა და მრავალცოლიანობისთვის ხალხი მეფეს წყევლა-კრულვას უთვლის. დიმიტრი ბერად აღკვეცას გადაწყვეტს, მაგრამ აღმზრდელი მას ქვეყნის წინაშე ვალდებულებას შეახსენებს. ურდოდან ამბავი მოდის - ყაენს ნოინი მოუკლავს და მის "ერთგულ" დიმიტრის თავისთან იხმობს. მეფეს ურდოში წასვლას უშლიან, რადგან იქ უეჭველი სიკვდილი ელის. მაგრამ დიმიტრიმ იცის, ყაენს თუ უარს ეტყვის, უდანაშაულო ხალხი დაისჯება. ურდოში ჩასულ დიმიტრის თავს მოკვეთენ.