დაიბადა 1940 წლის 13 ივლისს ქ. თბილისში. 1967 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების სპეციალობით. 1970 წელს  კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით). 1964 წლიდან მუშაობდა ამავე კონსერვატორიაში  ლაბორანტად, 1970 წლიდან  პედაგოგად, ხოლო 1977 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე  იყო კათედრის გამგე, პროფესორი. 1974 წლიდან იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორული კომისიის თავმჯდომარე,  ხოლო 1979 წლიდან  საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი.