დაიბადა 1941 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში . სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958-1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961-1964), აგს ოპერატორი (1964-1984), კ/ს ”ქართული ფილმის” მსახიობი 1984 წლიდან. ”საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის” აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000). არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.