ფილმი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს ასახავს: კაპადოკიელ ქალწულ ნინოს მიერ სნეულთა კურნების და ქრისტიანული კეთილმსახურების ამბავი სამეფო კარამდე მიაღწევს. სეფექალი შროშანა ნინოს ნანა დედოფალთან დააახლოებს. იწყება ჟამი მოქცევისა.