დაიბადა 1948 წლის 23 ნოემბერს თბილისში. 1965 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1970 წელს. 1974–1979 წლებში სწავლობდა იმავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ლანა ღოღობერიძის და თენგიზ აბულაძის სახელოსნო). დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” რეჟისორად.