შეუცნობლის შეცნობის, წინააღმდეგობის დაძლევის ჟინი დუმბაძეების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. პაპა დურმიშხანმა, მარტოხელა მოცურავემ, შეუსვენებლად გადაცურა ზღვა ბათუმიდან ფოთამდე. 1930-იან წლებში დურმიშხანის შვილი, სახალხო გადაცურვების ორგანიზატორი დომენტი ბათუმიდან ფოთისკენ მარათონული გადაცურვისთვის ემზადებოდა, მაგრამ რეპრესიებს ემსხვერპლა. მრავალი წლის შემდეგ, საუკუნის დასასრულს, ბაბუისა და მამის მსგავსად ზღვასთან შებმა დომენტის შვილმაც გადაწყვიტა.