ეს არის ამბავი ლამაზი, რომანტიკული და ამაფორიაქებელი ზაფხულისა, სადღაც აღმოსავლეთში. 14 წლის სიბილა არდადეგების გასატარებლად პატარა სიზმარეულ ქალაქში ჩადის. მას შეურვარდება ალექსანდრე – ასტრონომი, რომელიც ძველ ობსერვატორიას უვლის. იგი 41 წლისაა და მიიჩნევს, რომ სიბილა ჯერ პატარაა სიყვარულისათვის. ამავე დროს, სიბილა თავდავიწყებით უყვარდება ალექსანდრეს შვილს, 14 წლის მიკის. სიბილა მიკის პირდება, რომ შემოდგომამდე ასჯერ აკოცებს, მაგრამ მიკი მხოლოდ 73 კოცნას მიიღებს.