შავიზღვისპირა ქალაქში თავმოყრილ სხვადასხვა პარტიულ დაჯგუფებათა ყურადღების ცენტრშია ინგლისური გემი, რომლითაც დენიკინის არმიისთვის ფული, იარაღი და საიდუმლო დოკუმენტები გადააქვთ. ბრიტანული და ადგილობრივი დაინტერესებული წრეების წინააღმდეგ ბოლშევიკების მცირე დივერსიული ჯგუფი იბრძვის, რომლის მიზანია, იარაღი თეთრგვარდიელების ხელში არ მოხვდეს. შეთქმულები გემზე აიპარებიან, კაპიტანს განაიარაღებენ, ფულს ხელში ჩაიგდებენ და გემს დანაღმავენ. დევნას რომ თავი დააღწიონ, დივერსანტები ჭაობების გავლით შეეცდებიან სამშვიდობოს გასვლას. ჯგუფში მოღალატე აღმოჩნდება, რომელიც ფულს გაიტაცებს. შეთქმულების უმეტესობა ჭაობებში დაიღუპება.