დაიბადა 1929 წლის 30 ნოემბერს. 1953 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამასხიობო განყოფილება (ლილი იოსელიანისა და მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი). ამავე წლიდან მუშაობას იწყებს მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მსახიობად. პარალელურად მოღვაწეობდა კ/ს "ქართული ფილმში" დუბლიჟის განყოფილებაში. ერთი წელი მუშაობდა სოხუმის თეატრში, საიდანაც დაინიშნა (კულტურის სამინისტროს მიერ) ანსამბლ "ორერას" კონფერანსიედ. ასევე მუშაობდა ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემების წამყვანად. საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი.