ინჟინერ ლევან ხიდაშელს უნდა ფოლადის დნობის ნოვატორული ხერხები, რომლებსაც რუსეთის ქარხნებში გაეცნო, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაშიც დანერგოს. ავტორიტეტს სწრაფად მოიხვეჭს, მეგობრებს შეიძენს, მაგრამ მალე ყველა მიხვდება, რომ ხიდაშელი პირადი კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე დაიხევს. ის არ მალავს, რომ როგორც კი საამქროს უფროსად დანიშნავენ, დისერტაციას დაიცავს და ქარხანაში მუშაობას კარიერისთვის გამოიყენებს. ხიდაშელი ნათიას მიატოვებს და მინდაძეების ქალიშვილზე დაქორწინდება, თუმცა მასაც მალე გაეყრება. როდესაც ამხანაგები ზურგს შეაქცევენ, ლევანი მიხვდება, რომ ღირსება, მეგობრობა და სიყვარული კარიერას ანაცვალა და მარტოობის გრძნობა დაეუფლება.