დაიბადა 1933 წლის 22 აპრილს, ქ. თბილისში. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პარალელურად, იყო გაზეთ „ლენინელის“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 50-იანი წლების დამლევს. მისი პირველი მოთხრობები - „საღამო“, „რაშიდა“, „თოვლიანი დღე“ გამოიცა 1964 წელს. პირველი რომანი -„მეშვიდე ცა“ - 1967 წელს. სხვადასხვა პერიოდში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა ლიტერატურულ გამოცემებს: ალმანახ „განთიადს“, ჟურნალ „ცისკარს“, 1979 წლიდან იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.