ოთარ ნიჟარაძე უკომპრომისოდ ებრძვის საზოგადოებაში დამკვიდრებულ სიყალბეს, მომხვეჭელობას, პროტექციონიზმს. ის თავისი მეგობრის, თამაზის პირად ცხოვრებაშიც ერევა, რადგან ამ უკანასკნელს განსხვავებული ტემპერამენტისა და სულიერი წყობის გამო ძალა არ შესწევს უზნეობას დაუპირისპირდეს. თამაზი ცოლის ღალატს შეიტყობს და თავის მოკვლას გადაწყვეტს. ოთარი ცდილობს წინააღმდეგობების დაძლევა ასწავლოს, აქციოს ისეთად, როგორიც თვითონ არის.