დაიბადა 1938 წლის 19 ივლისს თბილისში. 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე "კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში "არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში "მიმინო“ (1978). საქართველოს სახალხო არტისტი (1980) . თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1994).