გამომძიებელი მიქელაძე დაადგენს, რომ ფასანაურის მახლობლად ნაპოვნი გარდაცვლილი კაცი ტალინის ნავსადგურის შტურმანი კორეცკია. მას ლენინგრადში მანქანა შეუძენია და საქართველოსკენ ახალგაცნობილ აბულაძესა და საბუროვთან ერთად გამომგზავრებულა. საბუროვი განაცხადებს, რომ ლენინგრადში არ ყოფილა. ცხადი ხდება, რომ მისი პასპორტით დამნაშავემ ისარგებლა. მიქელაძე ბოროტმოქმედის ადგილსამყოფელს დაადგენს და კორეცკის მკვლელს დააპატიმრებს.