ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა. გამუდმებული შინაგანი ბრძოლით გამწარებული კორინთელი, რომელსაც ვერ გაუგია, ვინ არის, თავის გადამრჩენელ ექიმს მოკლავს. მისი მეორე "მე", დავით გიორგაძის ტვინი, კორინთელის სხეულს ავარიაში დაღუპვას აიძულებს, რათა საკუთარი სული კორინთელის სხეულის ტყვეობიდან იხსნას.