დაიბადა 1949 წლის 10 აპრილს. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა მათემატიკის მასწავლებელი. 1983 წელს მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, კინოსაოპერატორო ფაკულტეტი. 1975-1978 წლებში მუშაობდა რუსთავის მე-9 საშუალო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად. 1978 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.