ფილმი ერთი ოჯახის სამი თაობის ცხოვრებას ასახავს. ბაბუა 1924 წლის აჯანყებას ეწირება, მის ვაჟს შემდგომი ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგიურ წნეხქვეშ უწევს ცხოვრება, "ლოზუნგების ქვეყანა" შვილიშვილსაც თავისი მექანიზმის ჭანჭიკად გადაქცევას უპირებს. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შეწირული წინაპრის შვილიშვილი საბჭოთა კავშირის ჯარში, უხეშობისა და ძალადობის პირობებში გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს.