დაიბადა 1965 წლის 23 ნოემბერს. 1990 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-1998 წლებში მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ჯერ შტატგარეშე მსახიობად და რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ მსახიობად, 1998 წლიდან არის რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობი. 2004 წელს მიიღო კრიტიკოსთა მთავარი ჯილდო ლაქის როლის შესრულებისათვის სპექტაკლში “გოდოს მოლოდინი”.