ქართული სამზარეულოთი მოხიბლული ფრანგი კულინარისა და კნეინა სესილ აბაშიძის სიყვარულის ამბავი ისტორიულ-რევოლუციური კატაკლიზმების ფონზე ვითარდება. უფასურდება ტრადიცია, იდევნება რელიგია. აღზევებული მდაბიო – წითელი კომისარი – კულინარისადმი პირად მტრობას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებს, ფრანგს რევოლუციის მტრად გამოაცხადებს და თავადის ქალს ხელში ჩაიგდებს...